29 მაისი, 2015

ჰოლივუდური პიესა საქართველოშია

1goriგორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის დიდ დარბაზში სპექტაკლის პრემიერა გაიმართება, რომელიც ჰოლივუდური პიესის მიხედვით დაიდგა.

რეჟისორმა სოსო ნემსაძემ “Salesman” არტურ მილერის “კომივოიაჟორის სიკვდილის” (Arthur Miller – Death of a Salesman) მიხედვით დადგა.

“კომივოიაჟორის სიკვდილი” ტელე-პიესაა, რომლის მიხედვითაც ჰოლივუდმა 2-ჯერ გადაიღო მაღალბიუჯეტიანი ფილმი, სხვადასხვა ინსცენირებით.

პიესა საინტერესო გამოდგა თეატრალებისთვისაც. ის ბროდვეიზე პირველად 1943 წელს დადგეს. შემდეგში 4-ჯერ აღადგინეს და 2.000-ჯერ ითამაშეს მაყურებლის გაუნელებელი ინტერესის გამო.

ქართული თეატრის სცენაზე ეს პიესა არასოდეს დადგმულა. “Salesman” ამ პიესის სცენაზე განხორციელების პირველი მცდელობაა, რაც პრემიერას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

– კომივოიაჟორი იგივე გაყიდვების აგენტია. ადამიანი, რომელიც დადის კარდაკარ და ნიმუშებისა და კატალოგების მიხედვით ადამიანებს სთავაზობს ამა თუ იმ პროდუქციის შეძენას. პიესა მოგვითხრობს XX საუკუნის დასაწყისში, ერთი ამერიკული ოჯახის ცხოვრებისეულ ტრაგედიას. ნახავთ რომ იმ გზას, რომელიც ამერიკამ მაშინ გაიარა, საქართველო გადის ახლა. რაც იმედს მაძლევს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება, – ამბობს რეჟისორი სოსო ნემსაძე.

სპექტაკლი 2 მოქმედებიანია. მისი რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი სოსო ნემსაძეა, მხატვარი თამარ გურგენიძე, ტექნიკური რეჟისორი მერი ლომსაძე. საპრემიერო წარმოდგენაში მონაწილეობენ შოთა ხანჯალიაშვილი, სოფი მაიერი, ანი ჩოგოვაძე, გიორგი ელიზბარაშვილი, ზაზა თედელური, მერაბ ჭანკოტაძე, კახა ბერიძე, ზვიად მაღალაშვილი, ლევან ჯამბრიშვილი, თეკლა მარჯანიშვილი და ნათია ოთინაშვილი.