6 მაისი, 2015

გურამ ლორთქიფანიძეს უკვდავთა ბაღში ბარელიეფი გაუხსნეს

1guram-lortkifanidzeქართული კინოს ერთ-ერთ გამორჩეულ მსახიობს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს, ღირსების ორდენის კავალერს გურამ ლორთქიფანიძეს ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში ბარელიეფი გაუხსნეს. მისი ავტორი გიორგი ჭანკვეტაძეა.

ხელოვნების სასახლეში მსახიობისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, რომელსაც მისი მეგობრები, კოლეგები, ოჯახის წევრები და მისი შემოქმედების მოყვარულები დაესწრნენ.

გურამ ლორთქიფანიძემ, იგივე “ლორთქიამ” გამორჩეული წვლილი შეიტანა ქართული კინემატოგრაფიის განვითარებაში. მან მარტივად მოახერხა თავისი სახასიათო და შთამბეჭდავი როლებით თავი შეეყვარებინა ქართველი მაყურებლისათვის.

მის კინოკარიერაში მაყურებლისთვის გამორჩეულად საყვარელი ფილმებია “არაჩვეულებრივი გამოფენა”, “ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”, “რაჭა ჩემი სიყვარული”, “ხარება და გოგია”, “პირველი მერცხალი”.