17 მაისი, 2015

გურამ ბზვანელი გარდაიცვალა

1guramქართველი კომპოზიტორი გურამ ბზვანელი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ტელეწამყვანმა ეკა ხოფერიამ გაავრცელა:

“სამწუხარო ამბავი უნდა გითხრათ, დღეს გურამ ბზვანელი გარდაიცვალა. ადამიანი, რომელმაც მართლაც ეპოქა შექმნა ჩვენს ისტორიაში.”

გურამ ბზვანელის შემოქმედება ყოველთვის პოპულარული იყო. მის სიმღერებს მთელი თბილისი მღეროდა. კომპოზიტორის სახელთან არის დაკავშირებული ცნობილი ე.წ. “გეპეის კვარტეტის” შექმნა, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც.

22 მაისს დიდ საკონცერტო დარბაზში გურამ ბზვანელის შემოქმედებითი საღამო იყო დაგეგმილი, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ თბილისის მუნიციპალურ ბენდს, ნანი ბრეგვაძეს, ლიზა ბაგრატიონს, ნიკოლოზ რაჭველს, ნატო მეტონიძეს, “შვიდკაცას”, აჩიკო ნიჟარაძეს, დათო ნოზაძეს, თბილისურ კვარტეტს, გოგა აბესაძეს და ანა ღლონტს.

კონცერტის დასასრულს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ კულტურის პალატის ინიციატივით, გურამ ბზვანელის ვარსკვლავის გახსნა იგეგმებოდა.