Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გოჭა ჭაბუკაიძეს ფილმში გადაიღებენ

1gochქართული და უკრაინული “ნიჭიერის” წარმატებულ მონაწილეს გოჩა ჭაბუკაიძეს ფილმში გადაიღებენ. შეთავაზება ქართველმა მომღერალმა უკვე მიიღო.

უკრაინაში გამგზავრება მისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მან თავისი ბიძაშვილი იპოვნა, რომელიც აქამდე არასოდეს ენახა, გაიცნო არაჩვეულებრივი ადამიანები პროექტში და გახდა უკრაინული “ნიჭიერის” ფინალისტი.

თუმცა ყველაზე მთავარი გოჩა ჭაბუკაიძეს ჯერ კიდევ წინ აქვს. მან სხვადასხვა საქმიანი შეთავაზებები მიიღო, ერთ-ერთი მათგანი ფილმში მონაწილეობაა, რომელშიც ქართველი მომღერალი მთავარ როლს შეასრულებს. ფილმთან დაკავშირებით ამ ეტაპზე სხვა დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.