27 მაისი, 2015

გიორგი მახარაშვილი ,,ერთი ერთშის’’ გამარჯვებულია

1maxaraმუსიკალური შოუს “ერთი ერთში” მეოთხე საკონკურსტო ტურის გამარჯვებული გიორგი მახარაშვილი გახდა.

ელტონ ჯონად გარდასახულმა მომღერალმა ჟიურის სამი წევრისგან უმაღლესი 12 ქულა მიიღო, საბოლოო ჯამში 55 ქულა დააგროვა და ლიდერობაც მოიპოვა.

ქულების გადანაწილების შემდეგ, შოუს წამყვანებმა კონკურსანტები ლოტოტრონთან მიიწვიეს და მომავალი სამშაბათისთვის მსოფლიო ვარსკვლავები შეურჩიეს. თაკო გაჩეჩილაძე რიანა იქნება, ივანა მელაი ფარელ უილიამსი, სოფო ბედია ჯენიფერ ლოპესი, ლევან ჩიჩუა დათო გომართელი, ოთო ნემსაძე ტონი ბენეტი, მარიტა როხვაძე ირინა პანაროვსკაია, ზურა მანჯავიძე როდ სტიუარტი, გიორგი მახარაშვილი კი ცუკერო ფორნაჩარი.