14 მაისი, 2015

გიგი დედალამაზიშვილი სიმსივნით დავადებულებს ეხმარება

1gigiჯგუფ “მგზავრების” სოლისტი გიგი დედალამაზიშვილი ქველმოქმედებაში ერთვება და სიმსივნით დავადებულ ბავშვებს ეხმარება.

14 მაისს კიევში ბარში ”aroma espresso” გაიმართება შეხვედრა-საღამო გიგისთან სახელწოდებით ”ლექსები ღამით” – “Вiршi вночi”.

საღამოდან შემოსული თანხა კი კიევის ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

გიგი დედალამაზიშვილი და მისი ჯგუფი უკრაინაში ძალიან პოპულარულია. ”მგზავრები” კიევის და სხვა ქალაქების ხშირი სტუმარია და კონცერტებსაც აქტიურად მართავს. ამჯერად ჯგუფის სოლისტი შეკრებილ საზოგადოებას თავის ლექსებს წაუკითხავს.