Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გიგა ლორთქიფანიძეს ბიუსტს დაუდგამენ

1gigaქართული თეატრისა და კინოს ცნობილ რეჟისორს გიგა ლორთქიფანიძეს ბიუსტს დაუდგამენ. მისი ავტორი რუსეთში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე ზურაბ წერეთელია. მხატვრისა და მოქანდაკის მიერ შესრულებული ბიუსტი უკვე საქართველოშია და ის სულ მალე გიგა ლორთქიფანიძის სახელობის სკვერში დაიდგმება.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ მინაშვილი ავრცელებს:

“დღეს გამოგვიგზავნა ზურა წერეთელმა ბატონი გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი, რომელიც ძალიან მალე დაიდგმება გიგა ლორთქიანიძის სახელობის სკვერში. თარიღს აუცილებლად შეგატყობინებთ.”

გიგა ლორთქიფანიძე ორი წლის წინ 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში მარჯანიშვილის თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა, რომელიც რეჟისორის სიცოცხლეში უნდა გახსნილიყო, მაგრამ გიგა ლორთქიფანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. მისი საცხოვრებელი სახლის კედელზე მემორიალური დაფა გაიხსნა, ახლა კი რეჟისორის სახელობის სკვერში ზურაბ წერეთლის მიერ შესრულებული ბიუსტიც განთავსდება.