31 მაისი, 2015

ერთად აღვადგინოთ წნორის კულტურის სახლი!

1cnori31 მაისს წნორის სკვერში ღია ცის ქვეშ ფესტივალი „ქიზიყური გაზაფხული“ გაიხსნება.

ღონისძიების ორგანიზატორია ახალგაზრდული გაერთიანება “სამოქალაქო ინიციატივა – Civic Initiative”. მათი გადაწყვეტილებით 2015 წლის საგაზაფხულო ფესტივალის სლოგანია ერთად აღვადგინოთ წნორის კულტურის სახლი! რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია.

საფესტივალო პროგრამაშია კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიის (ნახევრად დანგრეული შენობების) მოხატვა –  Street Art; თოჯინების თეატრის წარმოდგენა ღია ცის ქვეშ; წნორის შადრევანზე მოზაიკის დასრულება ნამტვრევი ჭურჭელით; ფოლკლორული მუსიკა; ცოცხალი ბენდი; მეცამეტე თვის პოეტები; ნახატების გამოფენა ღია ცის ქვეშ; უხმო კინო დიდ ეკრანზე; წნორის კულტურის სახლის არქივში დაცული მასალების გამოფენა; ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა (ნუკრიანის სახელოსნოები, თაფლის ნატურალური პროდუქტები; თიხის ნაწარმი; ადგილობრივი ფანდურები) საბავშვო სექციები; ეკოლოგიური აქცია; მეორადი ნარჩენების დახარისხებისა და გამოყენების ვორქშოფი; ეთნოგრაფიული კუთხე ღია ცის ქვეშ; სპორტული აქტივობები: ფეხბურთი; ჭადრაკი.

მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს ღია კაფე ტრადიციული და არატრადიციული (ინდური, ჩინური, რუსული) კერძებით და უფასო კომპოტით.