12 მაისი, 2015

„დურუჯის“ მოსაპოვებლად 37 კანდიდატი იბრძოლებს

1durujiთეატრალური პრემია “დურუჯის” ლაურეატების გამოსავლენად განაცხადების მიღება დასრულდა. დაჯილდოების ცერემონია საქველმოქმედო ფონდ “ცისკარის” და კომპანია „რედიქსის“ ინიციატივით უკვე მეშვიდედ იმართება.

სულ ფონდში შევიდა 22 თეატრის 37 განაცხადი. ივნისის ბოლოსთვის შედგება ნომინანტთა “მოკლე ნუსხა” თითოეული ნომინაციისთვის.

„დურუჯი“ 2014-2015 გაიცემა შემდეგი ნომინაციებისთვის:

საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი – პრემიის ოდენობა შეადგენს 14.000 ლარს;

საუკეთესო მსახიობი ქალი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 ლარს;

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 ლარს;

სეზონის განმავლობაში დადგმული საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 ლარს;

საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორს გადაეცემა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი 10.000 ლარის ოდენობით. ამ ნომინაციაზე წარდგენილი რეჟისორის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს.

“დურუჯის დაჯილდოების პირველ წელს პრემია მხოლოდ ერთ ლაურეატს გადაეცემოდა, დღეისთვის კი უკვე 5 ნომინაცია გვაქვს. წინა წლებშიც არაერთხელ აღმინიშნავს, თუ რაოდენ იზრდება კონკურსში ჩართული თეატრების რაოდენობა სეზონიდან სეზონამდე. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პრემია „დურუჯი“ თეატრალური სფეროს მოღვაწეებისთვის ნამდვილად წარმოადგენს მოტივაციას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა რეჟისორებისთვის, რომლებიც წელსაც მრავლად არიან წარმოდგენილი. წელს დურუჯის ნომინაციებზე ერთმანეთს კონკურენციას 37 წარმოდგენა გაუწევს“, – აცხადებს “დურუჯისა” და საქველმოქმედო ფონდ “ცისკარის” დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი.

„დურუჯი“ ვრცელი ნუსხა 2015 ასეთია:

1. “ასულნი” პოლიკარპე კაკაბაძის პიესების მიხედვით, რეჟისორი რობერტ სტურუა, რუსთაველის თეატრი

2. „ელექტრა“ სოფოკლე, რეჟისორი ნიკოლოზ შველიძე, გრიგორის კარანტინაკისი (მხოლოდ ქალი და მამაკაცი) რუსთაველის თეატრი

3. „ფსკერზე“ მაქსიმ გორკი, რეჟისორი დავით დოიაშვილი, თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრი

4. „შეცდომათა კომედია“ შექსპირის მიხედვით, რეჟისორი გურამ ბრეგვაძე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

5. „თავისუფალი პეპლები“ ლეონარდ გერში, რეჟისორი ანი ხიდაშელი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

6. „ჯაყო – ხვალ ომი იქნება“ მიხეილ ჯავახიშვილის მიხედვით, რეჟისორი ალექსანდრე ელოშვილი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

7. „ათვინიერებენ მიმინოს“ ლაშა თაბუკაშვილი, რეჟისორი პეტრე ჩარგეიშვილი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

8. „კაცები“ ნილ საიმონის მიხედვით, რეჟისორი ციცინო კობიაშვილი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

9. „ტოიბელე და მისი დემონი“ ისააკ ბაშევის-ზინგერი ივ ფრიდმანი, რეჟისორი გოგა თავაძე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

10. „ეჭვი“ ჯონ პატრიკ შენლი, რეჟისორი გურამ ვაშაკიძე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

11. „შეშლილის წერილები“ ნიკოლოზ გოგოლი, რეჟისორი ლევან წულაძე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

12. “თეთრი იასამანი“ გიზო და ნანა ჟორდანიები, რეჟისორი გიზო ჟორდანია, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

13. „თამაში მაგიდასთან“ რეჟისორი ბესო კუპრეიშვილი, თითების თეატრი

14. “ჩვენ გველის დიდება“ კრისტოფერ გორი, რეჟისორი მანანა ბერიკაშვილი, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი

15. „1945“ ნიკოლოზ საბაშვილი, რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი

16. „ჯუჯა ცხვირი“ ვილჰელმ ჰაუფის ზღაპრის მიხედვით, რეჟისორი გიორგი თავაძე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი

17. „ინტრო” რეჟისორი კახა ბაკურაძე, მოძრაობის თეატრი

18. „მატრიარქატი“ რეჟისორი კახა ბაკურაძე, მოძრაობის თეატრი

19. “ჭირვეულის მორჯულება“ უილიამ შექსპირი, რეჟისორი ოთარ ეგაძე, ილიაუნის თეატრი

20. “შავი კვადრატი“ შექსპირის ოტელოს მიხედვით, რეჟისორი ნანა კვასხაძე, შიშველი თეატრი

21. „ვინ გატეხა ქოთანი“ ჰაინრიხ ფონ კლაისტი, ხელმძღვანელი და რეჟისორი რობერტ სტურუა, რეჟისორი ნიკოლოზ შველიძე, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

22. „სხვა საქართველო სად არის?!“ მერაბ ყოლბაია, რეჟისორი მერაბ ყოლბაია, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი

23. „მერე რა რომ სველია, სველი იასამანი“ ლაშა თაბუკაშვილი, რეჟისორი ლევან სვანაძე, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრი

24. „დაბრუნება“ ნოდარ დუმბაძის მიხედვით, რეჟისორი გეგა ქურციკიძე, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი

25. „ჯაყო“ მიხეილ ჯავახიშვილის მიხედვით, რეჟისორი გოჩა კაპანაძე, ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

26. „მაკბეტი“ უილიამ შექსპირის მიხედვით, რეჟისორი ანდრო ენუქიძე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

27. „თავშესაფარი“ ნიკოლოზ საბაშვილი, რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი, ხულოს ი. ზოიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

28. “ჩემს ბაღში ომია“ ვესლავ მეშლივსკი, რეჟისორი დარიუშ იეჟერსკი, ფოთის ვალერიან გაბუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი

29. „ჰამლეტი“ უილიამ შექსპირი, რეჟისორი დავით მღებრიშვილი, ფოთის ვალერიან გაბუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი

30. „კალიგულა“ პაატა ციკოლია, ოთარ ქათამაძე, რეჟისორი პაატა ციკოლია, ფოთის ვალერიან გაბუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი

31. „დედა კურაჟი და მისი შვილები“ ბერთოლდ ბრეხტი, რეჟისორი რეინჰარდ აუერი, ფოთის ვალერიან გაბუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი

32. „ვარდის სვირინგი“ ტენესი უილიამსი, რეჟისორი ნინო ლიპარტიანი, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

33. „ჯარისკაცი იყო ერთი…“ ალბერტ მალცი, უილიამ საროიანი, რეჟისორი ნუგზარ ლორთქიფანიძე, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი „თეთრი ტალღა“

34. „მარწყვის ცივი ტორტი“ ალექსანდრე ქოქრაშვილი, რეჟისორი გიორგი თავაძე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

35. „წიქარა“ ნინო ანთაძე, რეჟისორი თამაზ ბოლქვაძე, ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი

36. „მატარებელი მოდის“ ხრისტო ბოიჩევი, რეჟისორი იოსებ ბაკურაძე, მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

37. „ანტიგონე“ ჟან ანუი, რეჟისორი ვასო ჩიგოგიძე, ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.

ახალგაზრდა რეჟისორი

1. „თავისუფალი პეპლები“ ლეონარდ გერში, რეჟისორი ანი ხიდაშელი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

2. „ჯაყო – ხვალ ომი იქნება“ მიხეილ ჯავახიშვილის მიხედვით, რეჟისორი ალექსანდრე ელოშვილი, კოტე მარჯვანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

3. „1945“ ნიკოლოზ საბაშვილი, რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი

4. „თავშესაფარი“ ნიკოლოზ საბაშვილი, რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი, ხულოს ი. ზოიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

5. „მატარებელი მოდის“ ხრისტო ბოიჩევი, რეჟისორი იოსებ ბაკურაძე, მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.

დრამატურგი

1. „ათვინიერებენ მიმინოს“ ლაშა თაბუკაშვილი, რეჟისორი პეტრე ჩარგეიშვილი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

2. “თეთრი იასამანი“ გიზო და ნანა ჟორდანიები, რეჟისორი გიზო ჟორდანია, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

3. „სხვა საქართველო სად არის?!“ რეჟისორი მერაბ ყოლბაია, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი

4. „მერე რა რომ სველია, სველი იასამანი“ ლაშა თაბუკაშვილი, რეჟისორი ლევან სვანაძე, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრი

5. „კალიგულა“ პაატა ციკოლია, ოთარ ქათამაძე, რეჟისორი პაატა ციკოლია, ფოთის ვალერიან გაბუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი

6. „მარწყვის ცივი ტორტი“ ალექსანდრე ქოქრაშვილი, რეჟისორი გიორგი თავაძე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.