16 მაისი, 2015

დიმა კობეშავიძე: ,,მივმართავ მდაბიო საზოგადოებას!’’

1dddმომღერალი დიმა კობეშავიძე “იქს ფაქტორის” მეორე სეზონის მონაწილეა. ზურა კობეშავიძის ბიჭი ბიჭების ჯგუფშია და გიორგი გაბუნიას ოთხეულის წევრია. მომღერალი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მდაბიო საზოგადოებას მიმართავს:

“აქამდე არ დამიწერია არაფერი ამ თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არ ვკითხულობდი კომენტარებს და არ ვაპირებდი რამეს ხელი შეეშალა ზოგადად ჩემი პროექტში არსებობისთვის (და როგორც აღმოჩნდა სწორედაც ვიქცეოდი).

მინდა მივმართო იმ მდაბიო საზოგადოებას, ვისთვისაც მისაღებია “ბირჟაზე” დგომა, “ბაბოჩკის” ტრიალი, ფურთხება ყოველ კუთხეში და უბრალოდ ბაბულიკობა!! ნუ გექნებათ ასეთი შეზღუდული აზროვნება და ნუ ფიქრობთ, რო თქვენნაირი უნდა იყოს ყველა.

თქვენი ცხოვრების აზრი ნახეთ და მერწუნეთ ფბ-ზე დიმა კობეშავიძეზე ცუდის წერა არაა ცხოვრებია აზრი ! მე ეს არ დამაკლებს არაფერს და თქვენ უბრალოდ ცოდონი ხართ, რო ჩემ აღნაგობას, თმას და ქცევას აქცევთ ყურადღებას. თქვენი პირადი ცხოვრება ირეცხება უნიტაზში…

როგორი პოზიტივითაც ვარ განწყობილი ყველაფრის მიმართ, ისევე ვიქნები ამ ყოველივეს მიმართაც, თავს ნუ იღლით. სიყვარულით დ. კობეშავიძე”