Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დავაბრუნოთ ფიროსმანი საქართველოში!

1nikoკრისტის საერთაშორისო აუქციონზე ცოტა ხნის წინ განთავსდა ფიროსმანის ცნობილი ფერწერული ტილო „არსენალის მთა ღამით“ რუსეთის სახელით, ხოლო საწყის ფასად განისაზღვრა მილიონ აშშ დოლარზე მეტი.

ფერწერული ტილოს ბედი გადაწყდება 1 ივნისს, ხოლო მანამდე საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან და საბერძნეთიდან მიმართავენ საქართველოს მთავრობას, რათა მიღებულ იქნას ყველა შესაძლო ზომა, რომ ფერწერული ტილო დაბრუნდეს სამშობლოში.

პეტიციის ხელმომწერი მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ფიროსმანის ცნობილი ფერწერული ტილო „არსენალის მთა ღამით“ წარმოადგენს საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობაში და დაუშვებელია მისი წარმოდგენა რუსეთის სახელით.

მეტიც, ფერწერული ტილოს გასხვისების შემთხვევაში არსებობს დიდი რისკი, რომ ტილო აღმოჩნდება კერძო კოლექციონერის პირად კოლექციაში და გაქრება საჯარო სივრციდან, რის შემდეგადაც გახდება ხელმიუწვდომელი ფართო საზოგადოებისთვის.

პეტიცის იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც artinfo.ge-ს მიერ გავრცელდა ნიაზ დიასამიძის მიმართვა, სადაც მუსიკოსი აღნიშნავს, რომ ფერწერის სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობს. პეტიცია გავრცელდა 29 მაისს, გათენებამდე, და შუადღისთვის მას უკვე 120-ზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს მსოფლიოს 6 სხვადასხვა ქვეყნიდან.

მოგმართავთ თითოეულ მოქალაქეს, შეუერთდეთ პეტიციას, რათა ერთად დავაბრუნოთ ფიროსმანის ფერწერა საქართველოში, როგორც საქართველოს წვლილი მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობაში.

პეტიცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:

https://goo.gl/QBqa1G

კრისტის აუქციონზე განთავსებული ფიროსმანის ტილო იხილეთ შემდეგ ბმულზე: 

http://goo.gl/xDqhJ6

ნიაზ დიასამიძის მიმართვა იხილეთ შემდეგ ბმულზე:

http://goo.gl/B8sD2y