Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ბასა ფოცხიშვილის სიურპრიზი მაყურებელს

1basa-focxishviliრეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ახალი კლიპი გადაიღო, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება. დამოუკიდებლობის დღე საქართველოში ყოველი წლის 26 მაისს აღინიშნება.

რეჟისორის ახალ კლიპში ცნობილი ქართველი მომღერლები და მსახიობები მონაწილეობენ. მათ შორის, დათო ევგენიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, თორნიკე გოგრიჭიანი.

კლიპი ცნობილ ქართულ სიმღერაზე “ციცინათელაზეა” გადაღებული. ბასა ფოცხიშვილის ნამუშევარი სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა და დიდი მოწონებითაც სარგებლობს.

ბოლო პერიოდში ბასა ფოცხიშვილი კლიპების გადაღებით აქტიურად აღარ იყო დაკავებული. როგორც ჩანს, შემოქმედებითი პაუზა დასრულდა და რეჟისორი ახალი იდეების და ჩანაფიქრების განხორციელებას იწყებს.