Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ასეთი ,,რომეო და ჯულიეტა’’ ჯერ არ გინახავთ

1romeoმიუხედავად იმისა, რომ უილიამ შექსპირის ყველაზე პოპულარული და ტრაგიკული პიესის „რომეო და ჯულიეტა“ სიუჟეტი თითქმის ყველამ ზეპირად იცის, რეჟისორებს მაინც მოსვენებას არ აძლევს მათი სიყვარულის ისტორია და ქართული თეატრის სცენებზეც ამ პიესის ათასგვარი ვერსიები იდგმება.

გამონაკლისი არც ახმეტელის თეატრია, სადაც რეჟისორი ირაკლი გოგია შექსპირის ცნობილი პიესის სრულიად ახლებურ ვერსიაზე მუშაობს.

პრემიერები 30 და 31 მაისს არის დაგეგმილი. „რომეო და ჯულიეტა“ ახმეტელის თეატრში სრულიად განსხვავებული, ორიგინალური და ახლებური სცენური ინტერპრეტაციით იქნება წარმოდგენილი. მოქმედება სპექტაკლში სხვადასხვა ეპოქასა და სივრცეში ვითარდება. სპექტაკლის მთავარი გმირები ეტაპობრივად თანამედროვე, ჰიპებისა და მუნჯი კინოს ეპოქაში ცხოვრობენ, წარმოდგენის დასასრულს კი მაყურებელი ისევ მე-16 საუკუნის ვერონაში ინაცვლებს.

სპექტაკლში გათამაშებული ამბავი ორი მოქიშპე გვარის მტრობაზე კი არ მოგვითხრობს, არამედ ხელმოცარულ და სიყვარულში იმედგრაცრუებულ ადამიანებზე. რეჟისორი ცნობილი პიესის აქამდე უცნობ აქცენტებს სვამს და დღემდე ყურადღების მიღმა დარჩენილ პრობლემატიკას წარმოაჩენს, რითაც სიყვარულის ისტორიას კიდევ უფრო მძაფრად, ორიგინალურად და თანამედროვედ მოგვითხრობს.

სპექტაკლის მხატვრობაზე მარიკა კვაჭაძემ იმუშავა, ქორეოგრაფიაზე გიორგი რაზმაძემ. წარმოდგენაში მონაწილეობენ მსახიობები გიგი მიგრიაული, სოფია სებისკვერაძე, თათული ედიშერაშვილი, გიორგი გასვიანი, ანდრია გველესიანი, ვერიკო კალანდარიშვილი, ბექნუ ქაფიანიძე, გიორგი ცხადაძე, გიორგი ჭუმბურიძე, იუკა ვასაძე და გაგა მახათაძე.