7 მაისი, 2015

ანიტა რაჭველიშვილი სიმსივნით დაავადებულებისთვის იმღერებს

1anitaსაოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი საქველმოქმედო კონცერტში მიიღებს მონაწილეობას და თავისი სიმღერით სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს დაეხმარება.

“ერთად სიცოცხლის სადარაჯოზე” – ასეთია ღონისძიების დევიზი, რომელიც მკერდის სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს ეძღვნება და 21 მაისს ჩატარდება.

ორგანყოფილებიან საქველმოქმედო კონცერტში მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველი პიანისტი დავით ალადაშვილი, სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი და სოლისტები გიორგი ცაგარელი (ალტი), გიორგი შამანაური (საყვირი), დავით შამანაური (საყვირი), ვადიმ შიშკინი (დასარტყამი) და დუგლას ტონია (კონტრაბასი).

საქველმოქმედო კონცერტი Rooms Hotel Tbilisi-ის ბაღში გაიმართება, სადაც სპეციალურად ამ საღამოსთვის დამონტაჟდება სცენა და მოეწყობა ამფითეატრი.