Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ალა პუგაჩოვა თბილისში ჩამოდის

1Alla_Pugachevaრუსული ესტრადის პრიმადონა ალა პუგაჩოვა 17 წლიანი პაუზის შემდეგ თბილისში ბრუნდება. მასთან მოლაპარაკებებს საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი აწარმოებს, რომელიც პუგაჩოვას დიდი ხნის მეგობარია.

პირველად რუსი მომღერალი საქართველოში 36 წლის წინ ჩამოვიდა და მას შემდეგ ეტაპობრივად სტუმრობდა საქართველოს. მისი ბოლო ვიზიტი თბილისში კი 1998 წელს შედგა, როდესაც დავით ოქიტაშვილმა და პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ მისი კონცერტი დაგეგმეს. იმ დღეს რუსი მომღერლის მოსასმენად 9.000 ადამიანი შეიკრიბა.

ალა პუგაჩოვას საქართველოში კონცერტის გამართვასთან დაკავშირებით ინფორმაციას უკვე აქტიურად ავრცელებენ რუსული საინფორმაციო სააგენტოები. ისინი შემოდგომაზე დაგეგმილი კონცერტის ორგანიზატორად და ინიციატორად საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტს დავით ოქიტაშვილს ასახელებენ.

თუ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, ალა პუგაჩოვა თბილისში საქველმოქმედო კონცერტს ოქტომბრის თვეში ჩაატარებს.