Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

აღმოჩენა თბილისში

1agmochenaსაქართველოს დედაქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაკეთდა. დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგებმა ახალ ექსპონატებს მიაკვლიეს.

ეროვნული მუზეუმის ექსპედიციის წევრებთან ერთად ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ კულტურის მინისტრი და ქალაქის მერი.

სპეციალისტებმა არქეოლოგიური გათხრების შედეგად, მარანი და ტაძრის ნაშთები აღმოაჩინეს. არქეოლოგები სიძველეებს ჩვ.წ.აღ-მდე I ათასწლეულის ბოლო საუკუნეებით ათარიღებენ.

მათი თქმით, აღმოჩენილია ქართლის სამეფოს ადრეული ხანის მარანი და ტაძრის ნაშთები. ეს აღმოჩენა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა მეღვინეობის განვითარების ისტორიის კვლევისთვის.