21 მაისი, 2015

21 მაისი კულტურული განვითარების მსოფლიო დღეა

1kult21 მაისს მსოფლიო კულტურული განვითარების დღეს აღნიშნავს. გაეროს ინიციატივით დაარსებულ ამ დღესასწაულს სხვაგვარად “კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღესაც” უწოდებენ. უნივერსალური კულტურული მრავალფეროვნების დეკლარაცია იუნესკომ 2001 წელს მიიღო, 2002 წლის დეკემბერში კი გაეროს გენერალური ასამბლეამ თავის რეზოლუციაში 21 მაისი კულტურული განვითარების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

ამ თარიღს საქართველოც შეუერთდა. კავკასიურ სახლში გამოფენა მოეწყო, რომლის ფარგლებშიც 10-მა ეთნიკურმა უმცირესობამ ქისტებმა, ჩეჩნებმა, ოსებმა, აზერბაიჯანელებმა, იეზიდებმა, სომხებმა, ებრაელებმა, ჩეხებმა, გერმანელებმა და ლატვიელებმა საკუთარი კულტურა წარმოადგინეს. ექსპოზიციაზე გამოფენილი იქნა კავკასიის ხალხების ურთიერთობის თემატიკაზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ასევე, კავკასიური სახლის მიერ გამოცემული წიგნები. დამთვალიერებელს მულტინაციონალური სამზარეულოს დაგემოვნების საშუალებაც მიეცა.