Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ზაზა კოლელიშვილი ციხეში მოხვდა

1zazaმსახიობი და რეჟისორი ზაზა კოლელიშვილი ციხეში მოხვდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ზაზა კოლელიშვილის ციხეში მოხვედრა, რომელიც ამჟამად სანზონის მაჟორიტარი დეპუტატია, ერთმა განსაკუთრებულმა შემთხვევამ გამოიწვია.

5 შვილის მამა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით მივიდა, რადგან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში გრძელდება კულტურულ ღონისძიებათა ციკლი. ამჯერად თავისუფლებაშეზღუდულ პირებს კინოსა და თეატრის მსახიობი, რეჟისორი ზაზა კოლელიშვილი ესტუმრა.

შეხვედრაზე ის თავისუფლებაშეზღუდულებს ესაუბრა თავის სამსახიობო კარიერაზე, ქართულ თეატრსა და კინოში მიმდინარე შემოქმედებით პროცესებზე. მან დაწესებულებას საჩუქრად საკუთარი ფილმების ნაკრები დისკი გადასცა.

პრობაციის ეროვნული სააგენტო, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მყოფი პირების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით, არაერთ კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს. თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან შეხვედრები უკვე გამართეს მსახიობებმა ზურაბ ყიფშიძემ, ია სუხიტაშვიმა, მიშა მესხმა, მომღერალმა პანჩომ და ჯგუფ „ნიკოლშოუს“ სოლისტმა გია ნიკოლაძემ, ასევე ჯგუფ „ბანის“ წევრებმა და ვეტერანმა ფეხბურთელმა არჩილ არველაძემ.

შეხვედრის ამსახველი ფოტოები პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ სოციალურ ქსელში გაავრცელა.