17 აპრილი, 2015

ზურა ბალანჩივაძე ნახატებს ვარდების ბაღში გამოფენს

1zura18 აპრილს ვარდების ბაღში გაიმართება ქართველი მხატვრის, ზურაბ ბალანჩივაძის ნახატების გამოფენა „Newspaperart“-ის თემაზე. ახალგაზრდა მხატვარი ფერადი ფანქრებით, კალმებითა და პასტელით ხატავს. ნამუშევრების შესაქმნელად ხშირად იყენებს გაზეთის ფაქტურას.

გამოფენაზე წარმოდგენლი იქნება მხოლოდ გაზეთის ფაქტურაზე შესრულებული ნამუშევრები. ზურა ბალანჩივაძის ნახატების უმეტესობა აბსტრაქტული და სურეალისტური ჟანრისაა, რომელთაც საფუძვლად ადამიანის სხვადასხვა ფსიქოლოგიური მდგომარეობა უდევს.

26 წლის ზურა ბალანჩივაძე თვითნასწავლი მხატვარია, 3 წლის ასაკიდან ხატავს, თუმცა ამ სფეროში სისტემატური განათლება არასდროს მიუღია. ის პროფესიით ჟურნალისტია. დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტი, ამჟამად კი, კომპანია “ჯეპრაში” სოციალური მედიის მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობს.