27 აპრილი, 2015

ზინაიდა კვერენჩხილაძეს მემორიალურ დაფას გაუხსნიან

1zinaცნობილ ქართველ მსახიობს ზინაიდა კვერენჩხილაძეს მისი საცხოვრებელი სახლის ფასადზე მემორიალურ დაფას გაუხსნიან. 30 აპრილს უშანგი ჩხეიძის 33 ნომერში მემორიალური დაფა საზეიმოდ გაიხსნება.

ზინაიდა კვერენჩხილაძემ 64 წლის განმავლობაში რუსთაველის თეატრში სხვადასხვა რეჟისორებთან ერთგულად იმუშავა და არაერთ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა. მსახიობის ბოლო სპექტაკლი რუსთაველის თეატრში გოჩა კაპანაძის მიერ დადგმული “მოხუცი ჯამბაზები” აღმოჩნდა. ის გურამ საღარაძესთან და მურმან ჯინორიასთან ერთად მხატვრული კითხვის დიდოსტატად არის მიჩნეული.

საქართველოს დამსახურებული და სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის და სპეციალური პრიზის მფლობელი თეატრალურ ხელოვნებაში გაწეული ღვაწლისათვის რუსთავის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ,,ოქროს ნიღაბი” 4 წლის წინ გარდაიცვალა. ის სამთავროს დედათა მონასტერში დაკრძალეს. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე ზინაიდა კვერენჩხილაძეს რუსთაველის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.