11 აპრილი, 2015

ვინ არის კიდევ ერთი თაღლითი საკონცერტო ორგანიზატორი?

eka8უცხოეთში მოღვაწე ქართველმა პროდიუსერმა ეკა ჩიტაშვილმა სულ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში თაღლითი საკონცერტო ორგანიზატორები მომრავლდნენ, რომლებიც ატყუებენ ცნობილ არტისტებს და არ უხდიან ჰონორარს.

ეკა ჩიტაშვილმა განაცხადა, რომ მზადდება ვიდეო, რომელშიც ყველაფერი დეტალურად იქნება გადმოცემული. მან იმის პირობაც დადო, რომ სულ მალე მათ საჯაროდ დაასახელებდა და მოუწოდა თითოეულ მათგანს შეასრულონ დაპირებული მოვალეობა.

როგორც ჩანს, ეკა ჩიტაშვილის საჯარო განცხადებამ შედეგი არ გამოიღო. მან პირველი საკონცეროტო თაღლითი დაასახელა და ეს დუდა ხარჩილავა აღმოჩნდა.

სულ მალე ქართველმა პროდიუსერმა მეორე თაღლითი საკონცერტო ორგანიზატორიც დაასახელა:

“ვეძებთ ლიკა ჭელიძეს! დაგვეხმარეთ მის მოძებნაში! ის გაურბის პასუხისმგებლობას!

დუდა ხარჩილავა! ლიკა ჭელიძე! ნუ ემალებით არტისტებს და ნუ თაღლითობთ! ნუ არცხვენთ ქვეყანას!”