Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თინათიან გურჩიანი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია

21 აპრილი, 2015

1gurchianiქართველი რეჟისორი თინათინ გურჩიანი საფრანგეთის ქალაქ ნიონში გამართული საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.

ქართველმა კინემატოგრაფისტებმა საკუთარი პროექტები წარუდგინეს ნიონის საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის ჟიურის. „დიდუბე, ბოლო გაჩერება”, რეჟისრორი შორენა თევზაძე, პროდიუსერი ნიკა გოგოჭური. „სატრფიალო. პასტორალი”, რეჟისორი თინათინ გურჩიანი, პროდიუსერი თამუნა გურჩიანი. „ტარიელა, ტარიელა”, რეჟისორი გიორგი მრევლიშვილი, პროდიუსერი რუსუდან პირველი. „არხი”, რეჟისორი სალომე ჯაში, პროდიუსერი გრეგორ შტრაიბერი. „პიონერთა სასახლე”, რეჟისორი ანა ციმინტია, პროდიუსერები ესმა ბერიკაშვილი, ბერნარდას ანდრიუსის. „მზის ქალაქი”, რეჟისორი და პროდიუსერი რატი ონელი (ჯებაშვილი).

მათგან გამარჯვებულად თინათინ გურჩიანი დასახელდა. მისი პროექტი ”სატრფიალო. პასტორალი” საუკეთესოდ იქნა აღიარებული და საჩუქრად 10.000 ფრანკი გადაეცა.