Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თბილისში ნიკო გომელაურის სკვერი გაიხსნება

1niko13 აპრილს ნიკო გომელაურის გარდაცვალებიდან 5 წელი სრულდება. ტრადიციულად ამ დღეს, მისი შემოქმედების მოყვარულები ნიკოს საფლავთან დიდუბის პანოთენში იკრიბებიან, კითხულობენ ნიკოს ლექსებს და ნიკოზე დაწერილ ლექსებს. წელს ამ დღეს თბილისში მსახიობის და პოეტის სახელობის სკვერი გაიხსნება:

“ნიკო გომელაურის პოეზიის მოყვარულების საყურადღებოდ: 13 აპრილს, მისი გარდაცვალების დღეს, თბილისის მერიის ინიციატივით იხსნება ნიკო გომელაურის სახელობის სკვერი. ჩვენ, ვინც ყოველთვის, პანთეონში ავღნიშნავთ ნიკოს დღეებს, შევიკრიბებით სკვერის გახსნაზე. 5 წელი ნიკოს გარეშე და მასთან ერთად!” – წერია ნიკოს გულშემატკივართა მიერ გავრცეელბულ სპეციალურ განცხადებაში.

ნიკო გომელაურის სახელობის სკვერი თავისუფალი თეატრის გვერდით გაიხსნება. თავისუფალი თეატრის წინ უკვე გახსნილია ნიკოს ვარსკვლავი, რომლის გახსნის ინიციატივა ავთო ვარსიმაშვილს ეკუთვნის.

მსახიობი 5 წლის წინ 39 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანოთენში დაკრძალეს.