Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

,,სიმინდის კუნძულს’’ გერმანიის კინოთეატრებში აჩვენებენ

28 აპრილი, 2015

1simindis-kunzuli8გიორგი ოვაშვილის ტრიუმფატორ ფილმს “სიმინდის კუნძული” გერმანიის კინოთეატრებში აჩვენებენ. გერმანულმა მხარემ უკვე დაამზადა სპეციალური ტრეილერი ფილმის შესახებ, რომელიც სოციალურ ქსელშიც გაავრცელა.

ქართველი რეჟისორის ფილმი ხელოვნურად შექმნილ კუნძულზეა გადაღებული, რომელიც ტყიბულის წყალსაცავზე აშენდა. მისი აგება განსაკუთრებულ ტექნიკურ სირთულეებთან იყო დაკავშირებული.

ფილმში მოქმედება მდინარე ენგურზე, გაზაფხულის წვიმების შედეგად წარმოქმნილ პატარა კუნძულზე ვითარდება, სადაც გლეხები გაზაფხულის წყალდიდობის შემდეგ წარმოქმნილ კუნძულებზე სიმინდის მოსაყვანად ნოყიერი ნიადაგის მოძებნას ცდილობენ. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საზღვარზე, მდინარე ენგურის მიერ შექმნილ პატარა კუნძულზე მოხუცი აფხაზი სახლდება თავის მოზარდ შვილიშვილთან ერთად, ფიცრულ ქოხს აშენებს და სიმინდს თესავს.

სცენარი ფილმისათვის სამი წლის განმავლობაში იქმნებოდა. „სიმინდის კუნძულის“ ბიუჯეტმა 1,5 მილიონი ევრო შეადგინა. ფილმი 6 ქვეყნის საქართველოს, გერმანიის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ყაზახეთისა და უნგრეთის ერთობლივი პროდუქცია და 30-მდე საერთაშორისო პრიზის მფლობელია.

გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძული” გერმანიის კინოთეატრების გაქირავებაში 28 მაისიდან ჩაეშვება.