Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

,,შვიდკაცა“ საკონცერტო ტურნეს იწყებს

14 აპრილი, 2015

1shvidkaca19 აპრილს კვირაცხოვლობას მაღალყოვლადუსამღვდელოესის დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის აბრაამის (გარმელია) კურთხევით, იერუსალიმიდან რომში ჩაბრძანდება ღვთისმშობლის აწყურის ხატის ასლი, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის კურთხევით და წმინდა სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილის არქიმანდრიტი ილია ნასიძის ძალისხმევით შეიქმნა.

ხატს მიაბრძანებს სამების ტაძრის მრევლი. ხატი დაბრძანებული იქნება რომის სამრევლოს ტაძარში. წირვას აღავლენენ არქიმანდრიტი ილია ნასიძე და არტიმანდრიტი იოანე ხელაია. წირვის შემდეგ სერაფიკუმის აუდიტორიუმში სადღესასწაულო კონცერტს გამართავენ ანსამბლი “შვიდკაცა” და დათუნა სირბილაძე.

ანსამბლი “შვიდკაცა” საკონცერტო ტურნეს იერუსალიმიდან დაიწყებს. აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ასლი იერუსალიმში მოსალოცად უკვე წააბრძანეს. მომლოცველთა ჯგუფს არქიმანდრიტი ილია ნასიძე ხელმძღვანელობს. ხატს თავდაპირველად ღვთისმშობლის, შემდეგ კი მაცხოვრის საფლავზე მიაბრძანებენ.

მომლოცველთა ჯგუფშია ანსამბლი „შვიდკაცაც“, რომელიც იერუსალიმიდან რომში გაემგზავრება, ანდრია მოციქულის წმინდა ნაწილების მოსანახულებლად. სწორედ რომში გაიმართება მათი კონცერტი, სადაც სპეციალური მიწვევით ჩავა მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე.