Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

,,შეცდომათა კომედია’’ მარჯანიშვილის თეატრში გათამაშდება

27 აპრილი, 2015

1sheqspiri-marjanishvilsiმარჯანიშვილის თეატრში წინასაპრემიერო სამზადისია. 28 და 29 აპრილს თეატრის სარდაფში უილიამ შექსპირის „შეცდომათა კომედია“ გათამაშდება.

“სანამ შენს ზაფხულს ზამთრის ცივი ხელი გაგუდავს,
მაგ სილამაზით დაამშვენე თავისი საბედო,
სიტურფის განძი მიაბარე სანდო საბუდარს,
მშვენიერებამ თავის მოკვლა რომ ვერ გაბედოს!”

სპექტაკლის რეჟისორი გურამ ბრეგაძეა, პიესის თარგმანი ნინო კანტიძეს ეკუთვნის, სცენოგრაფია ლომგული მურუსიძეს, ქორეოგრაფია გია მარღანიას, კოსტუმების მხატვრობა ქეთი ციციშვილს, მუსიკალური გაფორმება ზურა ინგოროყვას, ვიდეო რეჟისურა ლაშა კანკავას, რეჟისორის თანაშემწე კი ნინო კალანდაძეა.

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები ზურა ინგოროყვა, ონისე ონიანი, დათო ხახიძე, ზაზა იაქაშვილი, ჯაბა კილაძე, ნათია არბოლიშვილი, ანა სანაია, ქეთი კანტიძე, ეკა ნიჟარაძე, ირმა ბერიანიძე, ნოდარ ძოწენიძე, გიორგი ხურცილავა და გიორგი კიკნაძე.