Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

,,შავფაროსნები” საუკეთესოდ აღიარეს

27 აპრილი, 2015

1shav“შავფაროსნებმა” რომის ფესტივალის საუკეთესო მონაწილის სტატუსი მოიპოვეს. „შავფაროსნები“ “ჩვენებურებთან” ერთად ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მასშტაბურ ფესტივალზე „Natale di Roma“ იმყოფებოდნენ, სადაც ევროპის 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელს შორის ქართული საბრძოლო ხელოვნების მესვეურებმა საუკეთესო მონაწილის სტატუსი მოიპოვეს.

საქართველოს სახელით, რომის ფესტივალზე ქართული კულტურის რამდენიმე მიმართულება ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნებმა” და ანსამბლმა “ჩვენებურები” წარადგინეს. ქართველების გამოსვლამ „Natale di Roma“- ს ასეულ ათასობით მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და უცხოური მედიის ინტერესის ობიექტიც გახდა.

ტურისტები იტალიაში მთელი მსოფლიოდან ჩადიან, რადგან ამ დღეს რომში ევროპის ანტიკური ისტორია ცოცხლდება. ფესტივალის ფარგლებში რომის ისტორიულ ქუჩები იკეტება და ოთხ კილომეტრიანი კოსტიუმირებული აღლუმი იმართება.

აღლუმზე, რომელსაც მაყურებლის უწყვეტი ნაკადი მიუყვება, ყველა ქვეყანა საკუთარ კულტურას და საბრძოლო ისტორიას წარადგენს. მსვლელობის დროს ყველაზე დიდი ოვაციებითა და აპლოდისმენტებით მაყურებელი “შავფაროსნების” გამოსვლას შეხვდა. ჩირკო მასიმოს მოედანზე კი, სადაც “Natale di Roma”-ს ფინალური ნაწილი იმართება, ანსამბლ “ჩვენებურების” შესრულებული ქართული სიმღერის ფონზე, შავფაროსნების საბრძოლო შოუმ არა მხოლოდ მაყურებელი, ფესტივალის ორგანიზატორებიც აღაფრთოვანა. მათი გადაწყვეტილებით, საქართველომ “Natale di Roma”-ს საუკეთესო მონაწილის სტატუსი მიიღო.
რომში წარმატებული გამოსვლის შედეგად “შავფაროსნებმა” ბულგარეთიდან და ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან მიწვევაც მიიღეს.