სამებაში გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრა გაიმართება

1guram20 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში ქართველ კლსიკოს მწერალ გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრა გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ღირსეული თაობა“. ლიტერატურულ საღამოში „გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება“ მონაწილეობას მიიღებენ თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის IX-XII კლასის მოსწავლეები.

ღონისძიებას დაესწრება ცნობილი ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი, ასევე სხვა მწერლები და საზოგადო მოღვაწეები.

სამების საკათედრო ტაძარში დაგეგმილი ლიტერატურული საღამო 18 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.