9 აპრილი, 2015

სალომე ჟორდანია ჯულიარდის სტუდენტი გახდა

1salomeნატალია ქუთათელაძის შემდეგ, კიდევ ერთი ნიჭიერი ქართველი გახდა ჯულიარდის მუსიკალური სკოლის სტუდენტი.

18 წლის პიანისტი სალომე ჟორდანია, რომელიც დირიჟორ გიორგი ჟორდანიას ქალიშვილია, სწავლას ჯულიარდის სკოლაში გააგრძელებს.

პიანისტი ამჟამად ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში სწავლობს. ის სხვადასხვა მუსიკალური კონკურსების გამარჯვებულია როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

სალომე 13 ივნისის კონცერტისთვის განსაკუთრებულად ემზადება, სადაც მამასთან გიორგი ჟორდანიასთან და ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში დაუკრავს.

ზაფხულში კი სალომე ჟორდანია მსმენელის წინაშე კონსერვატორიის მცირე დარბაზში სოლო-კონცერტით წარსდგება.