Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რობერტ სტურუამ თეატრის სცენა პარტერად გადააკეთა

11 აპრილი, 2015

1sturრუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრის დიდი დარბაზის სცენა პარტერად გადააქცია. რეჟისორი პრემიერისთვის ემზადება და ეს ცვლილებებიც ამან გამოიწვია.

რობერტ სტურუამ თეატრში “ფაბრიკა” წარმატებით განახორციელა სპექტაკლი “მარია კალასი. გაკვეთილი” ტერენს მაკნელის მიხედვით, რომელიც მანანა ანთაძემ თარგმნა. სცენურ ვერსიაზე რობერტ სტურუამ და ნინო კანტიძემ იმუშავეს. სპექტაკლში გამოყენებულია ვერდის, ბელინის, პუჩინის, ბეთჰოვენისა და გია ყანჩელის მუსიკა.

სპექტაკლში უდიდესი მომღერალი ქალი გაკვეთილს ატარებს კონსერვატორიის სტუდენტებთან. შემოქმედებითი ჯგუფი ტერენს მაკნელის პიესის საკუთარ ტრაგიკომიკურ სცენურ ვერსიას წარმოადგენს და ლეგენდარული მარია კალასის რთული ცხოვრების ისტორიას უამბობს მაყურებელს.

მარია კალასის როლს ლელა ალიბეგაშვილი ასრულებს, აკომპანიატორი დავით დარჩიაა, პირველი სოპრანო ლელა ახალაია, ტენორი არჩილ გოგიტიძე, მეორე სოპრანო ქეთი სვანიძე, სცენის მუშა დავით უფლისაშვილი.

ამჯერად სპექტაკლი მარია კალასზე რეჟისორმა რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე გადაიტანა და შეცვალა სტრუქტურაც. ის 185 ადამიანი, რომელიც თეატრი ფაბრიკას პარტერში ისხდა, ამჯერად რუსთაველის თეატრის სცენაზე განთავსდება.

“მარია კალასი. გაკვეთილი” პრემიერა რუსთაველის თეატრში 18 და 19 აპრილს გაიმართება.