რობერტ სტურუა: ,,როცა მიჭირდა…”

რობერტ სტურუა: ,,როცა მიჭირდა...''რეჟისორი რობერტ სტურუა ყოველთვის გამოირჩეოდა ხმამაღალი და თამამი განცხადებებით. რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და თავის გასაჭირზე გულწრფელად საჯაროდ ალაპარაკდა.

სტურუა არ მალავს, რომ კოლეგების მის მიმართ დამოკიდებულება აკვირვებს:

“როცა მიჭირდა, არც ერთმა კოლეგამ არ დამირეკა გაძევებულს. არც წერილი (შეეშინდათ?), არც მამიდის თბილი სიტყვა (“წადი, მოეფერე ჩემი სახელით”). ო, ვერასდროს წარმოვიდგენ დაჩაგრული ადამიანის დაცვა გამიჭირდეს! ნუთუ, სიკეთე საქართველოში აღარ ფასობს?!”