6 აპრილი, 2015

რაზე შეთანხმდნენ საქართველოსა და კატარის კულტურის მინისტრები?

kult.jp1gსაქარველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტით კატარის ქალაქ დოჰაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ გიორგაძეს კატარის კულტურის, ხელოვნებისა და მემკვიდრეობის მინისტრმა უმასპინძლა.

მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის.

დოკუმენტი ითვალისწინებს ორმხივი ურთიერთობების გაღრმავებასა და კულტურის სფეროში თანამშრომლობას. დოჰაში საქართველოს მთავრობას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო წარმოადგენს.