9 აპრილი, 2015

რატომ დააკავეს გიორგი ნაკაშიძე?

1Giorgi-Nakashidzeკინომსახიობთა თეატრის მსახიობი გიორგი ნაკაშიძე სამართალდამცველებმა დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მსახიობს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და წვრილმანი ხულიგნობა ბრალდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობის დაკავება ე.წ. ვორონცოვზე მოხდა, სადაც ნასვამი გიორგი ნაკაშიძე თავად მივიდა პოლიციასთან და დაკავება ითხოვა. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, პოლიციამ მსახიობი განყოფილებაში გადაიყვანა.

გიორგი ნაკაშიძის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.