16 აპრილი, 2015

რას წერს კოტე თოლორდავას უცნობი და სოციალურ ქსელში?

1kotes-daმოსკოვში გარდაცვლილი მსახიობის კოტე თოლორდავას და ოლგა ალთეი, რომელიც სიდნეიში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში ძმასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

ოლგა ავსტრალიაში ცხოვრობს და კოტეს არსებობის შესახებ ინფორმაცია 6 წლის წინ გაიგო. ოლგა მსახიობის ნახევარდა მამის მხრიდან. გავრცელებული ინფორმაციით, კოტე თოლორდავას დედა სატელევიზიო გადაცემა “жди меня”-ს დაუკავშირდა და და-ძმამაც სწორედ ამის შემდეგ იპოვნა ერთმანეთი.

ოლგა ალთეი:

“ჩვენ ძალიან ცოტა დრო მოგვეცა. მხოლოდ 6 წელი. უფრო ზუსტად კი სულ რაღაც 12 დღე, ეს კი დღეებია, როდესაც მე ავსტრალიიდან თბილისში ჩამოვდიოდი.
…6 წლის წინ მე და კოტე პარალელურ სამყაროებში ვცხოვრობდით და ერთმანეთის არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდით. ვფიქრობ, უფლება მაქვს ეს ყველაფერი აქ ვთქვა, მინდა ყველამ იცოდეს, როგორი იყო ჩემი ძმა! როგორიც ის მისმა შესანიშნავმა დედამ და ჩვენმა საერთო მამამ აღზარდეს.

***

29 იანვარი 2009 09:46
კოტე: გამარჯობა, ოლგა. შემთხვევით ბორის თოლორდავას ხომ არ იცნობთ? ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
შეხვედრაზე ვიყავი, მოვედი შინ და ეს შეტყობინება დამხვდა. თვალებს არ დავუჯერე და ავტომატურად მივწერე ხუმრობით…
ოლგა 16:41: გამარჯობა, კოტე…. ნათესავებს ვეძებ, ამიტომ შემოვედი თქვენს პროფილზე.
კოტე 22:11: ოლგა, დილა მშვიდობისა. ახლა ჩვენთან დილაა. მეც იმიტომ შემოვედი თქვენთან, რომ საკუთარ დას ვეძებ, თუ თქვენ ბორის თოლორდავას სახელი რამეს გეუბნებათ, იცოდეთ, რომ ის მამაჩემია… მიპასუხეთ, თუ შეიძლება, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პატივისცემით, კოტე თოლორდავა.
ოლგა 22:11: გამარჯობა, კოტე. ბორის თოლორდავა მამაჩემია… გულწრფელად რომ გითხრათ, შოკში ვარ…
კოტე 22:13: თქვენ ჩემი და ხართ და ამის შესახებ “жди меня” განაცხადეთ?
ოლგა 22:14: დიახ!
კოტე 22:15: ოლგა, მე ახლა შოკში ვარ. მე და ჩემი მეუღლე ვსხედვართ და ის სიხარულისგან კივის და მაწყნარებს… არც ვიცი, რა გითხრათ…

***

ზოგჯერ ვფიქრობ, რომ იმ სხვა სამყაროში, სადაც ჩვენ თავიდანვე ერთად ვიქნებოდით, 11 წლის ვიქნებოდი ალბათ, როდესაც ქართულად მეტყოდნენ, რომ ის დაიბადა და მეც გავიგებდი. ჩამომიყვანდნენ თბილისში და ყველაზე ამაყი გოგონა ვიქნებოდი, თუ მის ხელში დამაჭერინებდნენ…

როდესაც მე 18 წლის ვიქნებოდი, ის 7-ის იქნებოდა, გავეხუმრებოდი ხოლმე და ზოგჯერ შეიძლება წავუთაქებდი კიდეც. ხოლო როდესაც ის 18 წლის გახდებოდა, არავითარ შემთხვევაში არ მივცემდი დაცემის უფლებას.

გამიხარდებოდა, მის გვერდით რომ გოგონა გამოჩნდა – გაზაფხული განიკო. გამიხარდებოდა მისი ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი და მეწყინებოდა ყოველი მისი მარცხი. სულ ვიქნებოდი მის გვერდით და ალბათ, არასდროს წავიდოდი ავსტრალიაში.

– იცი, დაო, – ყოველთვის მეუბნებოდა კოტე – მე არასდროს გაგიშვებდი. სხვადასხვა ქალაქებშიც რომ გვეცხოვრა, მაინც გაგაკონტროლებდი. იცი როგორ ხდება საქართველოში?

მე ვიცინოდი პასუხად: – შენს გვერდით შინაბერა დავრჩებოდი. საერთოდაც, ხომ გახსოვს, რომ მე შენზე უფროსი ვარ, შენ კი უმცროსი?

ჩვენ 6 წელი მოგვეცა… მე უკვე ვეღარასოდეს ვაჩვენებ მას ჩემს საყვარელ ოდესას, ვერ გავაცნობ ჩემს შვილებს, ვეღარ მოვისმენ, რომ მე ის ყოველთვის მელოდება და უზომოდ ვენატრები.

მას რაღაცნაირად ქვეყნებისა და კონტინენტების მიღმიდან შეეძლო ჩემი სულის გათბობა, რწმენისა და სიყვარულის სწავლა.

იმიტომ რომ, იმდენად დიდი გული ჰქონდა, ამ ქვეყნებსა და კონტინენტებს იტევდა.
ეს აუტანელი დანაკარგია, ვიმედოვნებ, რომ კოტე იქ კარგადაა, მამასთან ერთად და ჩემები იქაც იპოვნიან სიმამაცესა და ძალას ცხოვრება განაგრძონ.

***

ფოტოზე მამაჩვენი, კოტე და მე ვართ. ფოტოს იღებს ჩემი მეგობარი მამაკაცი გლენი, გლენის უკან კოტეს დედა ელენა დგას და ჩვენ გვაცინებს…”

1kkk