3 აპრილი, 2015

ქუთაისში ბრაზილიური მუსიკის საღამო გაიმართება

1brazil3 აპრილს მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ბრაზილიური მუსიკის საღამო გაიმართება. ღონისძიების ინიციატორები არიან ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო საქართველოში.

კარგი ფეხბურთი, რიოს კარნავალი და რაც მთავარია სამბა – მუსიკალური მიმდინარეობა, რომელიც ბრაზილიური კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოდგენს – აი, რასთან ასოცირდება უმეტესობა ჩვენგანისთვის ბრაზილია!

ამჯერად კარგი ბრაზილიური მუსიკის მოსმენა ყველა დაინტერესებულ პირს ქუთაისის ოპერის თეატრში შეეძლება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ბრაზილიის ელჩი საქართველოში კარლოს ალბერტო ასფორა (ვოკალი), კოკო დენ ბლანქენი (ჰოლანდია), მაია ბარათაშვილი (საქართველო) და გიტარისტი კეის გელდერბლომი (ჰოლანდია).