ქართველი მომღერლები მოსკოვში იკრიბებიან

1nikvashviliქართველი მომღერლები რუსეთის დედაქალაქში იკრიბებიან. ამის მიზეზი იქ მოღვაწე ქართველი პიანისტის ნიკა ნიკვაშვილის ახალი კლიპის პრეზენტაცია და სპეციალური კონცერტია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სოსო პავლიაშვილი, გელა გურალია, თამარ გვერდწითელი, მანანა მენაბდე, ია ნინიძე, გიორგი მელიქიშვილი, მანანა თოდაძე, თემურ თათარაშვილი, ეთერ ბერიაშვილი და თეონა კონტრიძე. სპეციალურად ამ დღისთვის მოსკოვში პარიზიდან ჩადის კიდევ ერთი ქართველი მომღერალი ჯაბა ქარსელაძე.

ნიკა ნიკვაშვილი თავის ახალ ნამუშევარს კოლეგებს რესტორანში “თეთრი” წარუდგენს, სადაც მიწვეული სტუმრები თავისი რეპერტუარიდან რამდენიმე სიმღერასაც შეასრულებენ.

ქართველ მომღერლებთან ერთად, ღონისძიების სტუმრები რუსი ხელოვანებიც არიან. რესტორანში ანჟელიკა ფროლოვას, იულია ტერეშენკოს, ალბერტ მუსაელიანს, ანტონ მურზინს და ნიკოლაი ბარკოვსკის ელოდებიან.