11 აპრილი, 2015

ქართველი მხატვარი, რომლის ნამუშევრები სოთბის აუქციონზე იყიდება

1Tamara-Kvesitadzeმხატვარი თამარ კვესიტაძე 10 წლიანი პაუზის შემდეგ, თბილისში პირველ გამოფენას მოაწყობს.
საქართველოს მწერალთა სახლში 12–14 აპრილს მისი ნამუშევრების შერეული გამოფენა გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება ფერწერა და თოჯინები, სულ 10 ექსპონატი. როგორც თავად არტისტი ამბობს, გამოფენის გამართვის იდეა სპონტანურად გაჩნდა.

გამოფენის ინტერესს განსაკუთრებულად ზრდის ის, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე თამარ კვესიტაძეს თბილისში გამოფენა არ ჰქონია და რომ გამოფენის ექსპონატებს შორის მისი ახლადშექმნილი თოჯინებიც არის.

თოჯინების კეთება თამარ კვესიტაძემ 90-იან წლებში დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით მათ მხოლოდ კერძო კოლექციონერებისა და დამკვეთებისთვის ქმნიდა და მასაც საკმაოდ იშვიათად. სწორედ თოჯინების გამო შეირჩა მწერალთა სახლის სივრცეც საგამოფენოდ, სადაც როგორც არტისტი ამბობს, ეს ნამუშევრები განსაკუთრებულად მომხიბვლელად გამოჩნდება.

თამარ კვესიტაძე პერსონალურ და ერთობლივ გამოფენებს ხშირად მართავს ევროპაში. მისი ნამუშევრები სამჯერ გაიყიდა სოთბის გამოფენა-გაყიდვაზე და არაერთ ცნობილ კერძო კოლექციაშიც ინახება.

თამარ კვესიტაძის ნამუშევრებიდან აღსანიშნავია ალი და ნინო, რომელიც ბათუმშია განთავსებული.