2 აპრილი, 2015

ქართველებმა გერმანიაში გაიმარჯვეს

1valქართველებმა გერმანიაში მიულაკერის საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვეს. ინფორმაცია ქართველების წარმატების შესახებ პიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმა გაავრცელა:

“ეხლა ვიმყოფებით გერმანიაში საერთაშორისო კონკურსზე, სადაც საქართველოდან 3 ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას. მინდა აღვნიშნო რომ სამივემ ძალიან კარგ რეზულტატს მიაღწია: 7 წლის ქეთევან აბაშიძემ მეორე პრემია მიიღო საესტრადო სიმღერის კატეგორიაში, ბათუმელმა პიანისტმა 13 წლის თამაზ მჟავანაძემ პირველი პრემია დაიმსახურა და სოლო კონცერტი ამ დარბაზში, 18 წლის პიანისტმა ლანა გუნიამ კი მესამე პრემია მოიპოვა და 20.000 ევრო უფასო სწავლებისთვის შვედეთის ქალაქ სტოკჰოლმში. გერმანიის შემდეგ, ჩვენი შემდეგი გაჩერება სტოკჰოლმია.”