21 აპრილი, 2015

,,ქართული ანბანის სამი სახეობა” ესტონეთში გამოიფინება

1anbaniსაქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკა ანთიძის გადაწყვეტილებით, ესტონეთში “ქართული ანბანის სამი სახეობა” გამოიფინება. გამოფენაზე მიწვეული სტუმრები უშუალოდ გაეცნობიან იუნესკოში წარდგენილ არამატერიალური მემკვიდრეობის ნიმუშს „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას“.

ესტონეთში საქართველოს საელჩოს სახელით გაიმართება ოფიცილური მიღება – ღვინის დეგუსტაცია, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის ქართული ნიმუშის „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდის“ უნიკალურობას.

ნიკა ანთიძემ საქართველოს ელჩთან ესტონეთში თეა ახვლედიანთან ერთად ესტონეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ექსპოზიცია მოამზადა. გამოფენას ოფიციალურად გახსნის ესტონეთის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი იანე ანდრესოო და საქართველოს ელჩი ესტონეთში თეა ახვლედიანი. მსოფლიო მემკვიდრეობის ახალ ქართულ ნომინაციას „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას“ მოწვეულ სტუმრებს ნიკა ანთიძე უშუალოდ გააცნობს.

უკლტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთში იმყოფება, სადაც დაიგეგმა შეხვედრა ესტონეთის კულტურის მინისტრთან ინდრეკ საარისთან და მინისტრის მოადგილესთან კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ტარვი სიტსთან. ესტონეთთან კულტურული თანამშრომლობის განვითარების მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე და მისი მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი ესტონეთის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დირექტორს ანუ ლიივაკს და ესტონეთის ეროვნული მემკვიდრეობის ბორდის გენერალურ დირექტორს სიიმ რაიესთან სამუშაო შეხვედრებსაც გამართავენ.