20 აპრილი, 2015

ფოლკლორის ცენტრში ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

1arabuli22 აპრილს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ბათირა არაბულის წიგნის „ბათირა არაბული – მითებში შობილთა მემკვიდრე” პრეზენტაცია.

ეს წიგნი „რიჟა” ბათირას ფიქრიანი განსჯის შედეგია, სამწუხაროდ, მისი გარდაცვალების შემდეგ გამოცემული. მასში შესულია მისი ლექსები, წერილები, ჩანაწერები. მხოლოდ და მხოლოდ არაბულების (შვიდის) მოგონებები და ტარიელ ფუტკარაძის ორი წერილი ხევსურეთის შესახებ.

ეს წიგნი დასტურია იმისა , რომ „მხოლოდ ადამინის წარმავლი მეხსიერების იმედად არ უნდა დარჩეს ბათირას სახელი.”

სარედაქციო საბჭოში გაერთიანებული არიან ამირან არაბული, ბაღათერ არაბული და ტარიელ ფუტკარაძე. ფოლკლორული მასალა დაიბეჭდა ამირან არაბულის რედაქტორობით.