Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ფიროსმანის ნახატები ქუთაისშია

17 აპრილი, 2015

1nikalaკულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ახალი პროგრამის „მუზეუმების კოლექციიდან“ ფარგლებში ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში პირველად გამოიფინა ფიროსმანის მირზაანის კოლექცია.

გამოფენა ოფიციალურად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ გახსნა. ექსპოზიციაზე ფიროსმანის 13 ნამუშევარი, პაბლო პიკასოს “ნიკო ფიროსმანაშვილის პორტრეტი” და სხვადასხვა წლებში განხორციელებული ფიროსმანის გამოფენათა ამსახველი აფიშებია წარმოდგენილი.

პროგრამა „მუზეუმების კოლექციიდან“ 2015 წლის იანვარში დაიწყო. პროგრამის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. რაც შეეება ფიროსმანს, მირზაანის კოლექცია თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ თბილისის ხელოვნების სასახლეში გასულ თვეს იყო წარმოდგენილი.

ქუთაისის მერე მაისის თვეში ფიროსმანის ნამუშევრებს წინანდალის, ხოლო ივნისში თვეში ბათუმის სახელმწიფო მუზეუმი უმასპინძლებს.