9 აპრილი, 2015

პატრიარქის საჩუქარი მარიამ როინიშვილს

1mariamმომღერალმა მარიმ როინიშვილმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისგან კიდევ ერთი საჩუქარი მიიღო. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე, მარიამ როინიშვილი უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში დაიბარა და კვლავ საპასუხისმგებლო ფაქტის წინაშე დააყენა:

“კიდევ ერთი ლამაზი საგალობელი შეიქმნა უწმინდესის მიერ… ბედნიერი ვარ, რომ მისი უწმინდესობისგან არაერთხელ მიმიღია საჩუქრად ნდობა, ვყოფილიყავი მისი რამდენიმე ნაწარმოების პირველი შემსრულებელი! რამდენიმე საათის წინ კი შემატყობინეს, რომ მისი უწმინდესობა მიბარებდა… აღმოჩნდა, რომ სრულიად ახალი საგალობელი შეიქმნა და ისევ მე გამხადა ღირსი საპატრიარქოს შესანიშნავ გუნდთან ერთად შემესრულებინა იგი! მინდა გაუწყოთ, რომ აღდგომა ღამეს სვეტიცხოვლიდან ყველას გექნებათ პირდაპირი ეთერით მისი მოსმენის საშუალება… მრავალ აღდგომას დაგვასწროს ღმერთმა! მადლობა უფალს!”