Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნინა სუბლატის ფანკლუბმა მხარდასაჭერი კლიპი გადაიღო

30 აპრილი, 2015

1fan“ევროვიზია 2015”-ზე საქართველოს წარმომადგენელს ნინა სუბლატს და მის სიმღერას “Warrior” ევროვიზიის ფანკლუბმა მხარდასაჭერი ვიდეო მიუძღვნა. კლიპი რევაზ მამსიკაშვილის ხელმძღვანელობით იქნა გადაიღებული. ვიდეორგოლში მონაწილეები სთხოვენ ევროფესტივალში მონაწილე კონკურსანტების ქვეყანას, მხარი დაუჭირონ საქართველოს წარმომადგენელს ნინა სუბლატს და მის სიმღერას “Warrior”.

ვიდეოს გადაღებები ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და, რა თქმა უნდა, 2015 წლის მასპინძელ ქვეყნაში ავსტრიაში. მხარდასაჭერი ვიდეო ინტერნეტში უკვე გავრცელდა და მას ასობით ნახვა აქვს:

“აი მხარდასაჭერი ვიდეოც! ნუ დაიკმაყოფილებთ მხოლოდ თქვენს ინტერესს და ნუ ნახავთ ვიდეოს ისე, რომ არ გააზიაროთ!” – მოუწოდებენ ნინა სუბლატის ფანები საზოგადოებას.

ნინა სუბლატი ევროვიზიის პირველ ნახევარფინალს, რომელიც 19 მაისს გაიმართება, თავისი სიმღერით დახურავს. მეორე ნახევარფინალი 21 მაისს არის დაგეგმილი, ფინალი კი 23 მაისს.