10 აპრილი, 2015

ნინა სუბლატი პირველ ადგილზეა

1nnგერმანული რეიტინგის მიხედვით ნინა სუბლატი 2015 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველი ნახევარფინალის კონკურსანტებს შორის პირველ ადგილზეა.

გერმანული შოუს “Songcheck” ექსპერტებმა 2015 წლის ევროვიზიის პირველი ნახევარფინალის სიმღერები განიხილეს. შედეგების მიხედვით, რომელიც ეფუძნება კომპეტენტური ექსპერტების აზრს და ინტერნეტგამოკითხვას, გაირკვა რომ ნინა სუბლატი ლიდერობს და მისი საშუალო მაჩვენებელი 8, 85 ქულას შეადგენს. ნინამ მსმენელების ხმის მიცემის შედეგად – 6,7 ქულა, ხოლო ექსპერტებისგან 10 და 12 ქულა დაიმსახურა.

ნინა სუბლატი:

“მოკლედ, დღეს აერდემ, რომელიც რიგით მეორე ბროდქასთერია მსოფლიო მასშტაბით, გააკეთა გადაცემა, რომელშიც კომპეტენტურმა ჟიურიმ განიხილა ევროვიზიაში ჩართული ყველა, ანუ 40 მონაწილე. მათ ისინი შეაფასეს როგორც თავიანთი ქულებით, ასევე ინტერნეტ რეიტინგით. 40 მონაწილე დაყოფილ იქნა ჯგუფებად – სემი ფინალების მიხედვით. როგორც მოგეხსნებათ, ჩვენ პირველ სემიში ვართ. ჰოდა 8,85 ქულით პირველი ადგილი გვიბოძეს.

ძალიან მაგარი შეფასება მოგვცა ჟიურიმ როგორც ქვეყანას და კონკრეტულად მე როგორც არტისტს და მუსიკოსს. მოკლედ ქება-დიდება იყო. საკმაოდ კარგი ამბავია, ძალიან პრესტიჟული. ძირითადად ზუსტ პროგნოზებს აკეთებენ ხოლმე (შაქარი მაგათ პირს). წინაზე საქართველო ბოლო ადგილზე ყავდათ და ეგრეც მოხდა რეალობაში. მოკლედ, საინტერესო შანსები გვაქვს, თუ რა თქმა უნდა მხარს დამიჭერთ. მხოლოდ ჩემი შრომა მთლად საკმარისიც არ არის, ბევრი ბეეევრი ესემესი გვჭირდება კონკურსზე და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოდუნდეთ ამ ვოუთებში. ამ ბოლო დროს რატომღაც სულ ფეხებზე გკიდიათ და მეხუთე ადგილს ვერ ავცდით!!!!!

იმედია გესმით, რომ ევროვიზია მაინცდამაინც მუს კონკურსი არ არის და მთელი ქვეყნის ამბავია. ამიტომ იყავით პატრიოტები! თუ უცხოეთში მყოფ თქვენს მეგობარ, ნათესავ თუ ნაცნობ ქართველებს დაუკავშირდებით, ეტყვით, რომ კონკურსი ქვეყნისთვის ამ მომენტში უმთავრესია და სთხოვთ, რომ რამდენიმე ესემესი გამოიმეტონ 19 მაისს და თუ ფინალში გადავედით 23 მაისსაც (23-ში გაძლიერებული გაგებით დაგვჭირდება) თამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ ქვეყნის საქმე გააკეთეთ!

სხვა არ ვიცი, მაგრამ ამ წელს მართლა ძალიან დიდი შანსი გვაქვს კარგი რაღაცეების, მაგრამ მე მარტო მაგას ვერ შევძლებ. ქართველები იმდენნი ვართ მსოფლიოში, რომ ამ ერთი ევროვიზიის გადატარება კარგად შეგვიძლია, ამიტომ მეტი მონდომება მეგობრებო. ნუ მიიღებთ ამ ყველაფერს ნინა სუბლატის საქმედ, რადგან ეს რეალურად ჩვენი, მთელი საქართველოს საქმეა, ეს უფრო წარმატებულს გაგვხდის და უფრო მეტ შესაძლებლობას მოგვცემს! ამიტომ, დიდი იმედი მაქვს ახლა, 2015 წელს მაინც ყველა ერთად დავდგებით და ყველაფერს, ანუ შეუძლებელს შევძლებთ!”