Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მსახიობი კოტე თოლორდავა გარდაიცვალა

11 აპრილი, 2015

1koteმოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი კოტე თოლორდავა 35 წლის ასაკში მოულოდნელად მოსკოვში გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მსახიობი გადაღებაზე იმყოდებოდა.

კოტეს ნათამაშები აქვს სპექტაკლები მარჯანიშვილის და მოზარდამაყურებელთა თეატრებში და “თეატრში ათონელზე”. 9 აპრილს მან პრემიერა ითამაშა მოზარდმაყურებელთა თეატრში დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლში, რომელიც ძმები გრიმების ზღაპრების მიხედვით დაიდგა.

რაც შეეხება მსახიობის კინო როლებს, მას ნათამაშევი აქვს სერიალში “ჩემი ცოლი დაქალები”, სადაც ბაბულიკები სუპერ პოპულარული გახდა. კოტე ასევე მონაწილეობდა ფილმებში “ნაღმი”, “ტაქსი”, “გამვლელი ენი”, “ჟანგის კაცი”.

კოტე თოლორდავამ ილია ჭავჭავაძის როლი შეასრულა ფილმში “ვინ მოკლა ილია”, რომელიც დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით იქნა გადაღებული.

მსახიობს მეუღლესთან, განო მელითაურთან ერთად ტელეკომპანია “პალიტრაში” საავტორო გადაცემა ჰქონდა სახელწოდებით “შუადღის ამბებით განო და კოტე”.