10 აპრილი, 2015

მოზარდმაყურებელთა თეატრში გრიმების ზღაპრები დადგეს

1mozardiნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში საპრემიერო დღეებია. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა ძმები გრიმების ზღაპრების მიხედვით ორმოქმედებიანი სპექტაკლი დადგა.

„პრინცესა, ბაყაყი, ჰენზელი და გრეტელი“ – ასე ჰქვია წარმოდგენას, რომლის პრემიერაც 11 აპრილს გაიმართება. თარგმანი მანანა გეგეჭკორს ეკუთვნის, მხატვარი ნინო ჩიტაიშვილია, მუსიკალური გამფორმებელი ალექსანდრა ლორთქიფანიძე, ქორეოქრაფი ანანო სამსონაძე, ინსცენირების ავტორები მანანა გეგეჭკორი და დიმიტრი ხვთისიაშვილი, რეჟისორის თანაშემწე კი ხათუნა საძაგლიშვილი.

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: ვილჰელმ გრიმი – მამუკა მუმლაძე, ცოტნე საგინაძე, იაკობ გრიმი – კოტე თოლორდავა, რატი გოგუაძე, დედოფალი – მარიკა გოგიჩაიშვილი, ნანა მირიანაშვილი, ჯადოქარი – ქეთევან შერვაშიძე, ნინო გურულიშვილი, მარტა – თამარ ჭანუყვაძე, ნინო არჩაია და იზაბელა – ანა ხუროშვილი, ნინო პაპიაშვილი.