Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

,,მიჩინიო“ – ახალი წიგნი გურამ დოჩანაშვილზე

28 აპრილი, 2015

1dochanaქართველ კლასიკოს მწერალზე გურამ დოჩანაშვილზე წიგნი ალბომი გამოიცა. მისი წარდგინება 30 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება.

მწერლისადმი მიძღვნილი წიგნის „მიჩინიო“ რედაქტორი ზაალ ჯალაღონიაა. კრებულში შესულია გურამ დოჩანაშვილის რამდენიმე ნაწარმოების მიხედვით მისი პერსონაჟების გრაფიკული ილუსტრაციები, რომელიც მხატვრებმა ზაზა ჯალაღონიამ და ჯანსუღ ჭურღულიამ შეასრულეს. ამავე გამოცემაში მოთავსებულია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მილოცვა.

ღონისძიებას დაესწრებიან მწერალი გურამ დოჩანაშვილი, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), რეჟისორი ზურაბ კანდელაკი, მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე, მსახიობი თამარ დათუაშვილი, მწერლის ახლო მეგობრები და ნათესავები.
საღამოში მონაწილეობას მიიღებს ანსამბლი „ოდოია“. ღონისძიების ორგანიზატორებიქ არიან საინიციატივო ჯგუფი „ვიზრუნოთ პატარებზე“ (დამფუძნებელი ხატია ჯანაშია), ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი „ოდიში“ (ხელმძღვანელები ნინო მამფორია და ნატა კემულარია) და ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი (მთავარი რეჟისორი ბადრი წერედიანი).

სამების საკათედრო ტაძარში დაგეგმილი ღონისძიება 16 საათზე ადიწყება და მასზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.