18 აპრილი, 2015

,,მგზავრები” ყარასტანში დაიკარგნენ

1Mgzavrebiჯგუფი “მგზავრები” ყარასტანში დაიკარგნენ. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსები აქტიური საგასტროლო ცხოვრებით ცხოვრობენ, უარს არც სხვა საინტერესო შეთავაზებებზე ამბობენ.

ამჯერად “მგზავრები” ქართულ-ბრიტანულ ფილმში გადაიღეს, რომელიც საქართველოსა და ბრიტანეთის პირველი ერთობლივი ნამუშევარია. “ყარასტანში დაკარგული” – ასე ჰქვია რეჟისორ ბენ ჰოპკინსის კომედიას, რომელიც მაყურებელს მოუთხრობს გლობალიზაციისა და ერის აღმშენებლობის შესახებ, ხელოვნების, ფულისა და სიყვარულის შესახებ.

ფილმში მონაწილეობენ როგორც ბრიტანელი, ასევე ქართველი მსახიობები, მათ შორის მეთიუ მაქფეიდენი, რიჩარდ ვან ვეიდენი, ნოა ტეილორი, მიანა ბარინგი, ლაშა რამიშვილი, დავით ველიჯანაშვილი და მგზავრები.

ქართულ-ბრიტანული კოპროდუქციის ტრეილერი ინტერნეტში უკვე გავრცელდა, ფილმის ქართული პრემიერა კი საქართველოს კინოთეატრებშია 14 მაისს არის დაგეგმილი.