,,მგზავრები” მოსკოვში იმღერებს

1mgჯგუფი “მგზავრები” საკონცერნტო ტურნეს აწყობს. მინსკში ჩატარებული კონცერტის შემდეგ, ჯგუფის წევრემა რუსეთში გადაინაცვლეს და ჩაატარეს კონცერტები ეკატერინბურგში, პერმში, ჩელიაბინსკში, ტიუმენში, მოსკოვში. რუსეთის დედაქალაქში მათ კროკუს სითი ჰოლში ევგენი გრიშკოვეცთან ერთად იმღერეს, მაგრამ მაყურებელთა თხოვნით, გადაწყვიტეს კონცერტი გაიმეორონ.

12 აპრილს ჯგუფი “მგზავრები” მოსკოვში ამჯერად უკვე კამერულ კონცერტს გამართავს და ეს იქნება სადღესასწაულო კონცერტი მეგობრებისთვის. ამ დღეს “მგზავრები” და მისი გულშემატკივრები კლუბში “მუზპაბი” შეიკრიბებიან და სპეციალური მუსიკოსები სპეციალური პროგრამით წარსდგებიან მსმენელის წინაშე:

“ეს იქნება განსაკუთრებული საღამო სპეციალური პროგრამით, სადაც თითოეულ მსმენელს მოვეფერებით, ჩავხედავთ თვალებში და შევასრულებთ ისეთ სიმღერებს, რომელთაც შესრულებაც ჩვენთან ერთად თითოეულ მათგანს მოუნდება. ასეთი კონცერტი კარგა ხანია არ ჩაგვიტარებია,” – ამბობს ჯგუფის სოლისტი გიგი დედალამაზიშვილი.