2 აპრილი, 2015

მერაბ ნინიძე კომედიაში გადაიღეს

1mუცხოეთში მოღვაწე ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე კომედიაში გადაიღეს. ახალ ფილმს მისი მონაწილეობით თბილისის კინოთეატრებში აჩვენებენ.

2 აპრილიდან დიდ ეკრანებზე ნებისმიერ მსურველს შეეძლება ნახოს რეჟისორ ევგენი შელიაკინის ახალი დრამატული კომედია “შავი და თეთრი”, რომელშიც მერაბ ნინიძესთან ერთალ ლეგენდარული კახი კავსაძეც მონაწილეობს.

ქართველებთან ერთად ფილმში მთავარ როლს ასრულებს რუსული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი ალექსეი ჩადოვი.

ახალი კომედია 12 წლის ზევით მაყურებელზეა გათვლილი. ალექსეი ჩადოვის გმირი იარიკი რუსი ნაციონალისტია, მერაბ ნინიძის გმირი ნურიკი კი თაღლითი კავკასიიდან, რომელიც რუსი ნაციონალისტის მფარველი ანგელოზი ხდება.

“არტინფო” ფილმის ტრეილერს გთავაზობთ: